საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება

ა.წ. 25-29 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალ სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად იგეგმება “სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის” კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმის და სხვა სექსუალური გადახრების ლეგალიზებას გულისხმობს. ამავე სესიაზე გამოტანილი იქნება დოკუმენტი რომელიც აბორტს წარმოგვიდგენს, როგორც ქალის უფლებასა და ოჯახის დაგეგმვის საშუალებას.
შეუძლებელია, ევროპა, რომლიც უძველესი ქრისტიანული სამყაროს ნაწილს წარმოადგენს და რომლის კულტურაც მთლიანად რელიგიური ნიშნით არის განმსჭვალული, ევროსაბჭოს მაღალი ტრიბუნიდან ხმას აძლევდეს ისეთი მოვლენის ჩვეულებრივ ნორმად ქცევას, როგორიც არის სექსუალური გადახრები.ჰომოსექსუალიზმი, ბისექსუალიზმი და სხვა მსგავსი ქმედებანი არამარტო ქრისტიანობაში, არამედ ყველა ტრადიციულ რელიგიაში უდიდეს ცოდვად არის მიჩნეული, რადგან იგი ადამიანის გადაგვარებას, მის სულიერ და ფიზიკურ დაავადებებს იწვევს.
ბუნებრივია ისმევა კითხვა: თუ კი შესაძლებელია, ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით, მის თავისუფალ ნებაზე აპელირებით, ცხოვრების დასაშვებ ნორმად იქცეს ეს უზნეობა, მაშ რა ლოგიკით ვგმობთ ნარკომანიას, პედოფილიას, სუიციდს და სხვა მსგავს მახინჯ ფორმებს?!
იგივე ითქმის აბორტთან დაკავშირებითაც. არავის აქვს უფლება მუცლადღების პერიოდში შეუწყვიტოს სიცოცხლე ჩვილს. არა აქვს მნიშვნელობა რა ხნისაა ჩანასახი. იგი პირველი დღეებიდანვე იმ უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორც ზრდასრული ადამიანი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოში არსებული სხვა ტრადიციული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თავს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად ვთვლით, მივმართავთ ევროსაბჭოს დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებს.იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაემიჯნება ამ კანონპროექტებს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დოკუმენტის მიღების შემთხვევაშიც კი საქართველო არ შეუერთდება მას.
საქართველოს საპატრიარქო: მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)
წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში: მონსენიორ კლაუდიო გუჯეროტი
სომხური სამოციქულო ეკლესიისსაქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი
საქართველოს მთავარი რაბინის მოვალეობის შემსრულებელი: აბი-მელექ ალექსანდრე როზენბლატი
სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოსსრულუფლებიანი წარმომადგენელიახუნდი ალი ალიევი
22.01.2010