საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

ა.წ.14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებისა და ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად ორშაბათს, 15 ივნისს, გლოვის დღეს, საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში 12:00სთ-ზე დაირეკება გლოვის ზარები და გადახდილი იქნება პანაშვიდი, შემდგომ კი, – სამშვიდობო პარაკლისი.
პანაშვიდსა და პარაკლისს სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.