გლდანის საპატიმროში სამლოცველო იკურთხა

ა.წ. 4 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სამლოცველო აკურთხა.

ამ დრომდე აქ სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი პატიმართა თხოვნით დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და სამლოცველო მოეწყო.