სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა (24.07.2021)

ა.წ. 24 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად დალოცა ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან. 

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს უკვე ტოკიოში მყოფი ჩვენი სპორტსმენები და ყველას გამარჯვება უსურვეს.