დიდად ვწუხვართ დეკანოზ აკაკი მეგრელიშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით ერთ-ერთი ღირსეული მოძღვარი გამოაკლდა საქართველოს ეკლესიის სამღვდელო დასს.
განსწავლული, მამობრივად მზრუნველი, გულითადი ადამიანი, - ასეთად ემახსოვრებათ იგი სასულიერო პირებსა და სასულიერო აკადემიის პედაგოგებს, სტუდენტებსა და მრევლს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხოვნოს იგი და სავანესა მართალთასა დააწესოს, ამინ!