სვეტიცხოვლის ეზოს გამწვანება (12.10.2021)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ა.წ. 1 აპრილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში საპატრიარქოს ფონდი ,,გაამწვანე საქართველო” პარტნიორებთან ერთად გამწვანების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა უკვე მიიღეს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბ-ნმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქ-ნმა თეა წულუკიანმა  ასევე სოფლის მეორნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, მერიის, სამედიცინო სფეროს, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა და მრევლმა.

დღეს ამ ღონისძიებას შეუერთდნენ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური და გიორგი ასანიძე. მათ ასევე დარგეს მარადმწვანე ბუჩქი, ბათუმში 8 ოქტომბრის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ.

 

აღნიშნული პროექტი ხორციელდება UNESCO-ს ნებართვით.

მხარდამჭერები არიან შპს. ,,საქარათველოს ნერგები,” სს ,,სილქნეტი” და შპს. ,,მწვანე სახლი”.