დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი უძოს მთაზე მდებარე ტაძარში მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი უძოს მთაზე მდებარე ტაძარში მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ

"შემაძრწუნებელი ფაქტის მომსწრენი გავხდით რამდენიმე დღის წინ. უძოს მთაზე მდებარე მონასტრის ტაძარში შეჭრილი ახალგაზრდები მაქსიმალურად ცდილობდნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ საეკლესიო რიტუალებისთვის და ამგვარად კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გაეთელათ ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობები.

სამწუხაროდ, ვიდრე ქვეყანაში არ ამოქმედდება სერიოზული მექანიზმი იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები არ განხორციელდეს, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ვანდალიზმი კიდევ უფრო შემაძრწუნებელ სახეს არ მიიღებს".

25.11.2021