სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი დეკანოზ ალექსანდრე ჩახვაშვილის გარდაცვალების გამო (31.01.2023)

დიდად ვწუხვართ დეკანოზ ალექსანდრე ჩახვაშვილის გარდაცვალების გამო. მან 24 წელი იმსახურა წმინდა მიქაელ ტვერელის ეკლესიაში წინამძღვრად და მრავალი სასიკეთო საქმე აღასრულა.

ვუთანაგრძნობთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, წმინდა მიქაელ ტვერელის ეკლესიის მოძღვრებსა და მრევლს და შევთხოვთ ღმერთს, სავანესა მართალთასა განუსვენოს მამა ალექსანდრეს სულს, ხოლო თქვენ მოგანიჭით მისთვის ლოცვის ძალა.