სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი არქიმანდრიტ იოსების (ბურჯანაძე) გარდაცვალების გამო (02.02.2023)

მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი)

 

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მწუხარება არქიმანდრიტ იოსების (ბურჯანაძე) გარდაცვალების გამო, რომელმაც სიცოცხლე, ფაქტიურად, სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის გაწირა.

მისი ამქვეყნიდან გასვლა დიდი დანაკლისია ქუთაის-გაენათის ეპარქიისა და საერთოდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

აღვავლენთ ლოცვებს მამა იოსების უკვდავი სულისათვის, რათა მან მართალთა თანა განისვენოს, ხოლო მის ახლობლებს, სასულიერო პირთ და მრევლს მომადლოს ნუგეში და ლოცვის ძალა.

 

 

პატივისცემით

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი