მის უნეტარესობას, იოანეს,
პატრიარქს ღვთისა ქალაქისა, - დიდისა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთისა
თქვენო უნეტარესობავ,
მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს.
ვლოცულობთ დაშავებულთა გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისთვის.
,,თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.“ (2თეს.3:16)