ეპარქიები
დიდმარხვის II შვიდეულის პარასკევს: ლიტურგია პირველშეწირულისა.
VI ჟამზე: ეს. VII, 1-14.
1. და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, აღმოვიდა რაასონ, მეფე არამისა და ფაკე, ძე რომაელისი, მეფისა ისრაჱლისა, იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად მისსა, და ვერ შეუძლეს გამოღება მისი.
2. და მითხრობილ იქმნა სახლისა მიმართ დავითისისა თქუმითა: შეერთჴმავდა არამ ეფრემის თანა. და განჰკრთა სული მისი და სული ერისა მისისა ვითარსახედ ოდენ მაღნარსა შინა ხე შეირყიოს ქარისა მიერ.
3. და თქვა უფალმან ესაიას მიმართ: გამოვედ შემთხუევად აქაზისსა შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი, საბანელსა თანა ზენასა, გზისა აგარაკისა მმურკნველისასა.
4. და არქუ მას: დაიცევ დაწყნარებულად და ნუ გეშინინ, ნუცა მოუძლურდებინ სული შენი ორთაგან შეშათა, მუგუზთა ამათ მკუმოლვარეთა, რამეთუ ოდეს რისხვა გულისწყრომისა ჩემისა იქმნეს, კუალად განეკურნო და ძემან არამისმან და ძემან რომაელისმან.
5. განიზრახეს განზრახვაჲ ბოროტი შენთჳს, მეტყუელთა:
6. აღვიდეთ იუდეად და შეზრახებულთა მათთა მოვაქცინეთ იგინი ჩუენდამო და მეფე მათდა ვყოთ ძე ტაბავეელისი.
7. ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: არა დაადგრეს განზრახვაჲ ესე, არცა იყოს;
8. არამედ თავი არამისსა - დამასკოჲ და თავი დამასკოსა - რაასინ, არამედ სამეოცთადახუთთა წელიწადთა ზე მოაკლდეს მეფობა ეფრემისი ერისაგან.
9. და თავ ეფრემისსა სომორონ და თავ სომორონისსა - ძე რომაელისი, და უკეთუ არა ირწმუნოთ, არცა გულისხმა-ჰყოთ.
10. და შესძინა უფალმან სიტყვად აქაზისსა მეტყუელმან:
11. ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა, სიღრმედ მიმართ, ანუ სიმაღლედ მიმართ.
12. და თქვა აქაზ: არა ვითხოო, არცა განვცადო უფალი.
13. და თქვა ისაიამან: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირესა ღუაწლსა მიატყუებთ კაცთა, და ვითარ უფალსა მიატყუებთ ღვაწლსა?
14. ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ.
მწუხრზე: დაბად. V, 32-VI, 8.
32. და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა. და შვნა ნოე სამნი ძენი: სემ, ქამ და იაფეთ.
1. და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა. და ასულნი იშვნეს მათდა.
2. ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს.
3. და თქუა უფალმან ღმერთმან:არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ.
4. და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.
5. ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა.
6. და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა.
7. და თქუა ღმერთმან:აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი.
8. ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.
იგავ. VI, 20-VII, 1.
შვილო, დაიმარხენ შჯულნი მამისა შენისანი და წესთა დედისა შენისათა ნუ განიშორებ. და დაიდგენ იგინი თხემსა შენსა მარადის და შეიბენ ყელსა შენსა. რაჟამს ხჳდოდი, წარიხუენ იგინი და შენ თანა იყვნენ და რაჟამს გეძინოს, გცვიდენ შენ, რაჲთა ოდეს აღსდგე, თანა-გზრახვიდეს შენ. რამეთუ ნათელ არს მცნებაჲ შჯულისაჲ და ნათელ, და გზა ცხოვრებისა – მხილებაჲ და სწავლაჲ, რაჲთა დაგიცვას შენ დედაკაცისაგან ქმრისცოლისა და ზრახვისაგან ენისა უცხოჲსა. შვილო, ნუ გერევინ სიკეთჱ გულისთქუმისაჲ, ნუცა მოინადირები თუალთაგან შენთა, ნუცა შესცთები წამთაგან მისთა, რამეთუ სასყიდელი მეძვისაჲ ვითარცა ერთის ჴუეზის პურის, ხოლო დედაკაცმან პატიოსანნი სულნი მამათანი მოინადირნის. გამო-მე-ვის-ეკრის-ა ცეცხლი წიაღთა და არა დაიწჳს-ა სამოსელი მისი? ანუ ვალნ-მე ვინ ნაკუერცხალსა ზედა ცეცხლისასა და ფერჴი მისი არა მოიწჳს? ეგრეცა, რომელი შევიდეს დედაკაცისა თანა ქმრისცოლისა, არა განერეს ტანჯვასა; ეგრეთვე არა უბრალო იყოს ყოველი, რომელი შეეხოს მას. არა საკჳრველ არს, უკუეთუ ვინმე დაეპყრას* პარვასა; იპარავნ, რაჲთა განიძღოს სული მშიერი. უკუეთუ დაეპყრას, შჳდწილად იზღჳოს და შემდგომად ყოველი ნაყოფი მისცეს, რაჲთა იჴსნეს სული თჳსი. ხოლო მომრუშემან ნაკლულევანებითა გონებისაჲთა წარწყმედაჲ თავსა თჳსსა მოატყჳს. სალმობაჲ და გინებაჲ დაითმინის, ხოლო ყუედრებაჲ მისი არა აღიჴოცოს უკუნისამდე. რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი; არა ერიდოს დღესა საშჯელისასა. ვერ გამოიჴსნეს რაოდენითავე საჴმრითა მტერობისა მისგან, არცა დასცხრების მრავლითა ძღუნითა. შვილო, დაიმარხენ სიტყუანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიფარენ შენ თანა. [შვილო, პატივ-ეც უფალსა და განსძლიერდე და მისსა გარეშე ნუვისა გეშინის სხჳსა.]
* შეპყრობილი იყოს, დაიჭირონ, წაასწრონ.