დღეს პატრიარქის აღსაყდრების დღეა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.
დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან 32 წელი შესრულდა.
წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველად 1977 წელს აირჩიეს. დღეს სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მინსკისა და სრულიად ბელორუსის მიტროპოლიტი ფილარეტიც ესწრებოდა.
ილია მეორემ ქადაგებაში მადლობა გადაუხადა მრევლს მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის.როგორც პატრიარქმა ბრძანა, ამ სიყვარულისა და მხარდაჭერის გარეშე მისთვის ეს 32 წელი მძიმე იქნებოდა.
ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთისა და ოსეთის საკითხსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გაერთიანდება.“ჩვენ შევძლებთ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვილოცოთ”,-ბრძანა ქადაგებისას საქართველოს პატრიარქმა.