სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

თბილისის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ რევაზ ტომარაძეს

თქვენო მაღალღირსებავ,

გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს, - დაბადებიდან 90 წლისთავს.

თქვენ ბრძანდებით ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი მსახური, მრევლისთვის თავდადებული, ყველასათვის საყვარელი მოძღვარი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ინებოს უფალმა, კვლავაც დიდხანს ემსახუროთ ღმერთს  და მოყვასს.