დიდგორი 900

„ძლევაი საკვირველიდან“ 900 წელი შესრულდა. ამ ბრძოლაში აღსრულებულთა სულთა საოხად დიდგორის ველზე აგებულ ეკლესიაში დღეს  დილით წირვა აღევლინა. ღვთისმსახურებას სხვებთან ერთად ესწრებოდნენ ის სასულიერო პირებიც, რომლებიც ფეხით ამოვიდნენ აქ, რათა თავისი განსაკუთრებული პატივისცემა გამოეხატათ მამულიშვილთა ღვაწლისადმი. შემდეგ მოძღვრებმა და საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლებმა პანაშვიდი გადაიხადეს.

საპატრიარქო რეზიდენციაში კი კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა პანაშვიდი და,  წმ. დავით აღმაშენებელის მეოხებით, ღმერთს შეავედრა დიდგორის ველზე სამშობლოსათვის თავდადებულ მეომართა  და  ჭეშმარიტი რწმენისა და მამულისათვის აღსრულებულთა სულნნი.


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2021 ყველა უფლება დაცულია