ჟურნალისტების შეკითხვების პასუხად სინოდური კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით 10.12.2021

ჟურნალისტების შეკითხვების პასუხად სინოდური კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით

სინოდური კომისიის დღეს გამოქვეყნებული დასკვნა მიღებულია რამდენიმე თვის წინ. აქამდე არ გამოქვეყნებულა, რადგან რჩებოდა იმედი, რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძის კომენტარები კორექტულ ფარგლებს დაუბრუნდებოდა. უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა, არც გამოქვეყნებულიყო, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მისი გამონათქვამები კიდევ უფრო გამძაფრდა და მეტი შეკითხვა გააჩინა მორწმუნე საზოგადოებაში, თუ რატომ არ ხდებოდა მისი საკითხის განხილვა.

სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა, გამოგვექვეყნებინა სინოდური კომისიის გადაწყვეტილება.