გახშირდა საქართველოს საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების შემთხვევები.
სატელეფონო ზარის მეშვეობით მოქალაქეებს თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, მათ შორის, მოოქრულ, თვლებით მოჭედილ ბიბლიას ან ძვირადღირებულ საეკლესიო ატრიბუტიკას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, - საპატრიარქოს არცერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისათვის და არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან. სავარაუდოდ, მავანთა მხრიდან აღნიშნული ქმედებების მიზანია ნივთების გასაყიდად მოსახლეობის ნდობის მოპოვება.