კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავჯდომარის, - შეიხულისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადეს სამადლობელი წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი (27.07.2022)

მის უწმიდესობას, ილია მეორეს,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს


 

ჩემო ძვირფასო ძმაო,


 

მაქვს პატივი მოგიკითხოთ და  გამოვხატო ჩემი პატივისცემა ღრმა მადლიერების გრძნობით თქვენს მიმართ და საპატრიარქოს ყველა  წარმომადგენლის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ გვიმასპინძლეთ ჩვენი ვიზიტის დროს მეგობრულ საქართველოში 2022 წლის 21-23 ივლისს, რომელიც თქვენი უწმინდესობის მოწვევით განხორციელდა და  გულწრფელი და ნაყოფიერი შეხვედრებით გამოირჩეოდა. სტუმართმოყვარეობამ და ძმურმა მიღებებმა დელეგაციის ყველა წევრს   სიხარული და ბედნიერება მოგვანიჭა.

მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ჩვენს მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ქალბატონ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ ვაფასებთ, როგორც კიდევ ერთ დადასტურებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, არსებული მეგობრული და ძმური ურთიერთობებისა. 

ჩემთვის პატივი იყო, გადამეცა თქვენი მოკითხვა ჩვენი სახელმწიფოს მეთაურისთვის, ბ-ნ ილჰამ ალიევისა და ქალბატონ მეჰრიბან ალიევასთვის და ეს დიდი კმაყოფილებით იქნა მიღებული.

თქვენთან შეხვედრამ, ჩვენმა ურთიერთობამ და თქვენს მიერ შექმნილი სრულყოფილი მუსიკალური ნაწარმოების მოსმენამ ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია ჩემში და ვეცდები, მთელი ცხოვრება ვატარო ეს დიდი შთაბეჭდილება.

მოხარული ვარ, ვისარგებლო შემთხვევით, და კიდევ ერთხელ გამოვხატო  მადლიერება მეგობრობის ორდენით ჩემი დაჯილდოებისთვის. 

უზენაესს შევთხოვ,  მოგანიჭოთ ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს ნათელი მომავალი და მშვიდობა, ამინ!

იმედი მაქვს ისევ მალე შევხვდებით,

 

თქვენი ძმა

შეიხულისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე