გარდაიცვალა საპატრიარქოში მცხოვრები მონოზონი (10.11.2022)

ა.წ. 9 ნოემბერს, ოთხშაბათს,  73 წლის ასაკში ღვთივგანისვენა სქემოსანმა მონოზონმა თეოფანიამ (ათანასია, სტეფანიდა კოლპაკმა). იგი მოლდოვადან, უფრო ზუსტად გაგაუზეთიდან, ჩამოვიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სრულიად კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო და აღარც განშორებია მას.

ღმერთმა შეიწიროს ათეული წლების მანძილზე მის მიერ გაწეული შრომა და სავანე მართალთა დაუმკვიდროს.

სქემონოზონ თეოფანიას დაკრძალვა შედგება პარასკევს, 14:00 საათზე, მარტყოფის დედათა მონასტერში; გამოსვენება კი მოხდება საქართვლელოს საპატრიარქოდან 13:00 საათზე.