პატრიარქს ნათლულების გუნდმა საიუბილეო თარიღები მიულოცა (05.07.2023)

ა.წ. 4 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულების გუნდმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღები მიულოცა. შესრულდა სიმღერები და მისი უწმინდესობის მიერ დაწერილი საგალობლები.

პატრიარქმა დალოცა ნათლულები, მათი მშობლები, და-ძმები და სრულიად საქართველო.

,,ჩვენთან არს ღმერთი!

ბედნიერი ვარ რომ გხედავთ. გისურვებთ მშვიდობას, სიხარულს და ბედნიერებას.

თქვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თქვენ ბევრის გაკეთება შეგიძლიათ. ჩვენ ველოდებით ამ კეთილ საქმეებს“.

პატრიარქის ნათლულების გუნდი ,,საგალობელი“ 2017 წელს მაია და რამინ მიქაბერიძეების ინიციატივით შეიქმნა. დღეისთვის გუნდში გაწევრიანებულია 200-მდე ბავშვი.