სამძიმარი ბატონ ვახტანგ ხარებავას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ბატონი ვახტანგის გარდაცვალების გამო.

იგი ცნობილი იყო სიკეთით,ქველომოქმედებით, უბრალოებით,თავმდაბლობით... მას ყველა გულშემატკივრობდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებული მწუხარების გამო მისი წასვლით გამოწვეულმა ტკივილმა კი მრავალი ადამიანი შეძრა, ბევრსაც კითხვა გაუჩინა და ცხოვრების ღირებულებებზე დააფიქრა, 
ჩვენ თუ სულიერი თვალით შევხედავთ მოვლენებს, მომხდარში ღვთის სიყვარულს დავინახავთ, რადგან ბუნებით ისედაც გამორჩეული ეს პიროვნება, შეიძლება ითქვას, პატარა ნიკოლოზმა უფლის წინაშე ანთებულ სანთლად აქცია და იგი ძალისაებრ თვისისა მოემზადა იმ სოფელში გადასასვლელად, მარადიულობასთან და შვილთან შესახვედრად.
ჩვენი ცხოვრების მიზანიც ხომ ესაა,
თუმცა ჩვენს რთულ დროს მისი მიღწევა ადვილი არ არის და ხშირად ეს დიდი განსაცდელით ხდება. 
აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვახტანგის უკვდავი სულისათვის, რათა ღმერთმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს მას ხოლო თქვენ ყველას მოგმადლოთ მშვიდობა და ღვთის სათნო ცხოვრება სადიდებლად უფლისა და მსახურებად მოყვასისა.