სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონ მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო (05.12.2023)

ქართულ საოპერო სცენას მრავალი ღირსეული და, მართლაც, გამორჩეული მომღერალი ჰყავდა და ჰყავს.
ქ-ნი მედეა ამირანაშვილი, მამასთან და ქ-ნ ცისანა ტატიშვილთან ერთად, ამ სივრცის მშვენებად და დიდებად იქცნენ.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ისიც, რომ ქ-ნი მედეა ღვთისგან დაჯილდოებული იყო სიკეთით, უშურველობით, სხვისთვის სიხარულის მინიჭების უნარითა და პიროვნული სხვა ღირსებებით; და რაც მთავარია, იყო მორწმუნე, რაც არც არასდროს დაუმალავს.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ქ-ნ მედეას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა.
 

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი