სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა (18.02.2024)

ა.წ. 18 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე მიიღო.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს.

ეკლესიის მეთაურმა დალოცა ბ-ნი ირაკლი კობახიძე და წარმატებები უსურვა ქვეყნის აღმშენებლობაში.