სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმარი ქ-ნ ვიქტორია სირაძის გარდაცვალების გამო (25.02.2024)

მარადიულობას შეუერთდა კიდევ ერთი ღირსეული პიროვნება, - ქალბატონი, რომელმაც მთელი სიცოცხლის მანძილზე, პიროვნული გამორჩეული თვისებების გამო, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, რადგან კომუნისტური რეჟიმის პირობებშიც, როცა მაღალი თანამდებობა ეკავა და შემდგომაც, თავის შესაძლებლობებს იგი ადამიანებისთვის მსახურებას ახმარდა; შვილთან დაკავშირებულმა დიდმა ტრაგედიამ კი ღრმადმორწმუნე გახადა და ეკლესიას აღარ განშორებია.

მას ათწლეულებია ვიცნობდი და ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი.

აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონ ვიქტორიას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ოჯახის წევრები, ახლობლები და გულშემატკივარნი რწმენაში განამტკიცოს და მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა მიჰმადლოს.

 

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი