სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქ-ნ ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო (19.03.2024)

წავიდა ჩვენგან გამორჩეული საოპერო მომღერალი და შესანიშნავი პიროვნება ქალბატონი ლამარა ჭყონია. მან წარუშლელი კვალი დატოვა  ჩვენი კულტურის ისტორიაში; ამიტომ მისი სახელი მუდამ პატივით იქნება მოხსენებული.

აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნი ლამარას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მოგმადლოთ მშვიდობა და ქ-ნ ლამარასთვის ლოცვის ძალა.

 

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი