სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახებს (28.03.2024)

როგორც ცნობილია, გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების  ჩამოსვენება უკვე რამდენჯერმე მოხდა.  დღესაც ასეთი დღეა, - გლოვისა და ერთგვარი სულიერი სიმშვიდის დღე, რადგან გარდაცვლილნი თავის ახლობლებს უბრუნდებიან.

თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში, დასვენებულნი არიან:

ალექსი ქორთიაშვილი, ბესიკ ობოლაძე, გოჩა პაპაჩაშვილი, ბადრი გაბელაია, შოთა ხოშტარია, ზაზა სირბილაძე, კახა ჩხეტია, კოტე შენგელია, რამაზ ქერდიყოშვილი, ლუიზა მოსიძე, ჟუჟუნა კენჭაძე, სოგრატი ჩხეტიანი.

მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემ აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი და სულნი საქართველოსთვის თავდადებულთა ყოველთა.

ღმერთმა დალოცოს ამ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, შთამომავალნი, ახლობელნი და ისინი, ვინც იღვაწა მათი გადმოსვენებისათვის.

ღმერთმა დალოცოს  და მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო.

 

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი