საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართვა

მოგმართავთ ქრისტესმიერი სიყვარულით და ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ ა.წ. 8 აგვისტოდან დაიწყო საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე, რის შედეგადაც გარდაიცვალა, დაიჭრა და დაზარალდა მრავალი ადამიანი. თბილისს მოაწყდა იძულებით გადაადგილებულთა ახალი ტალღა, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასს შეადგენს. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ლტოლვილებს არა აქვთ საჭმელი, ტანსაცმელი, ღამის გასათევი, ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები, პირველადი მოხმარების საგნები და მედიკამენტები. განსაკუთრებით საჭიროა კარვები, საბნები, ბალონის გაზქურები, ლეიბები, სარეცხი საშუალებები, ტანსაცმელი, ჭურჭელი, გასაშლელი სკამები, მაგიდები. ფქვილი, შაქარი, ბურღულეული, მშრალი საკვები, ზეთი, მარილი, კონსერვები. ასევე გვესაჭიროება წამლები: ტკივილგამაყუჩებელი, დასამშვიდებელი და სხვა…თუ გაქვთ შესაძლებლობა, მადლიერნი ვიქნებით, თუ შეეწევით უმწეოდ დარჩენილთ, დახმარება შეგიძლიათ გამოგზავნოთ საქართველოს საპატრიარქოს სახელზე. თანხის გადმორიცხვა კი შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე: სს ბანკი “რესპუბლიკა” ცენტრალური ფილიალი საქართველოს საპატრიარქო – “სამაჩაბლოს ომით დაზარალებულთათვის” ანგარიში ლარებში # 10001556118. EUR INTERMEDIARY BANK – SOCIETE GENERALE, Paris, France SWIFT: SOGE FR PP BENEFICIARY BANK – BANK “REPUBLIC” Tbilisi, GeorgiaAcc. # 001019083750SWIFT: REPL GE 22 Beneficiary: SAKARTVELOS SAPATRIARKO Account # 10001556118 USD INTERMEDIARY BANK – SOCIETE GENERALE, N.Y., USASWIFT: SOGE US 33 BENEFICIARY BANK – BANK “REPUBLIC” Tbilisi, GeorgiaAcc. # 00195464SWIFT: REPL GE 22 Beneficiary: SAKARTVELOS SAPATRIARKO Account # 10001556118
ინფორმაციისათვის დარეკეთ: (+995 32) 997353
ელექტრონული ფოსტა: patriarchatege@yahoo.com