წმინდა სამების ტაძარში ამაღლების სადღესასწაულო წირვა დასრულდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა დასრულდა.
ტრადიციულად, უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ამაღლების დღესასწაული მიულოცა. ისაუბრა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე, უფლის აღდგომის შესახებ.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება საოცრად დაკავშირებულია ერთმანეთთან და ყოველმა ადამიანმა, ერმა უნდა გაიაროს.ღმერთი აერთიანებს და ეშმაკი ყოფს, უწმინდესმა შესთხოვა ღმერთს, რომ გააერთიანოს საქართველო.
პატრიარქმა მსახურებაზე მყოფი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ამაღლობელთა გვარი დალოცა.