მახათას მთაზე გამწვანების ღონისძიებები ჩატარდა (29.05.2023)

ა.წ. 25 მაისს, ამაღლების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ დაფუძნებულ ფონდ ,,გაამწვანე საქართველო“-ს ორგანიზებითა მახათას მთაზე მდებარე აღდგომის სახელობის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე გამწვანების მორიგი აქცია ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის N 81-ე და  N 215-ე საჯარო სკოლებმა.

კიპარისების დარგვის შემდეგ მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (ღვინიაშვილი) ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა და დალოცა პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.

ფონდი ,,გაამწვანე საქართველო“ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს ეკლესია-მონასტრების, სასწავლებლების,   საავადმყოფოების, საპატიმროებისა და სხვადასხვა დაწესებულების  გამწვანებას.

მიმდინარე გაზაფხულზე ფონდის მიერ არაერთი აქტივობა განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.