სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახებს (20.07.2023)

როგორც ცნონილია, პერიოდულად ხდება გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მოქალაქეებისა და მებრძოლების ჩამოსვენება.

დღეს თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულნი არიან: გივი ჭელიძე, დავით ზაქარაია, გურამ ხუნწელია, შახი სიჭინავა, შოთა მურუსიძე, მოსე მარგველანი, ანზორ თოდუა, გენადი თოდუა, ვახტანგ ჩიჩუა, აბელ პატარაია, დავით შარვაძე, ჯემალ იოსავა, გულნარა აბულაძე.

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი და სულნი საქართველოსთვის თავდადებულთა ყოველთა.

ღმერთმა დალოცოს ამ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, შთამომავალნი, ახლობელნი და ისინიც, ვინც იღვაწა მათი გადმოსვენებისათვის.

ღმერთმა დალოცოს  და მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო.

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი