სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბ-ნ თემურ გოცაძის გარდაცვალების გამო (23.08.2023)

სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს ყველასთვის ცნობილ პიროვნებებთან განშორება. თანდათან თითქოს ცარიელდება საქართველო. მათთან ერთად ქრება არცთუ ისე შორეული წარსულის რეალური განცდა და ყველაფერი ისტორიად იქცევა...

ჩვენი დროის გამორჩეულმა მხატვარმა, განსხვავებული ხედვისა და სტილის ხელოვანმა, ბატონმა თემურ გოცაძემაც დატოვა სამზეო. 

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა მისი და მისი მეუღლის, ქალბატონ მარინა ჯანაშიას, უკვდავი სულნი სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა და ლოცვის ძალა.

 

ილია II

სრულიად საქართველოს 

კათოლიკოს-პატრიარქი