ცხინვალის რეგიონი - ისტორია და თანამედროვეობა (გამოწვევები და პერსპექტივები)

ა.წ. 23-24 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის თანადგომით და ახალგაზრდა მკვლევართა ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა ორდღიანი კონფერენცია -  ,,ცხინვალის რეგიონი - ისტორია და თანამედროვეობა (გამოწვევები და პერსპექტივები)“.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქ-ნი თეა ახვლედიანი, სასულიერო დასისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები.

კონფერენცია გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

დამსწრეთ სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქ-ნმა თეა ახვლედიანმა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბ-ნმა თამაზ ბესტაევმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ბ-ნმა დავით ფაცაციამ, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია).

მომხსენებელთა შორის იყვნენ: რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლოს სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), როლანდ თოფჩიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გივი ღამბაშიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქეთევან პავლიაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ზვიად ზვიადაძე - სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, ოთარ ჯანელიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ზაზა ცოტნიაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ლავრენტი ჯანიაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აპოლონ თაბუაშვილი - ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ნოდარ აბესაძე - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ნათია ჯალაბაძე - ისტორიის დოქტორი, გელა ქისტაური - ისტორიის დოქტორი, ივერ მერკვილაძე - თეოლოგიის მაგისტრანტი, სალომე მელაძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტი, მარიამ ხინთიბიძე - ისტორიკოსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი.

კონფერენცია მიზნად ისახავდა  ცხინვალის რეგიონის როგორც ერთიანი საქართველოს ძირძველი ნაწილის ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიის, ხუროთმოძღვრების ძეგლების წარმოჩენას, თანამედროვე მდგომარეობისა და კონფლიქტთან დაკავიშვირებული საკითხების განხილვას და თემის პოპულარიზაციას.