გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში (24.04.2024)

ა.წ. 24 აპრილს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბ-ნი კახა კაკაბაძე  და მისი თანმხლები პირები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საპატრიარქოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დადებულ თანამშრომლობის მემორანდუმს, განისაზღვრა და დამტკიცდა ერთობლივი კომისიის წევრები, ასევე  განხილულ იქნა საპროცედურო და ადმინისტრაციული საკითხები.