ეპარქიები
საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. ცისკარზე – მოციქულისა იაკობისა: ინ. XXI, 15-25. [დას. ჲზ(67)] (რუსულიდან და I-ქართულიდან). წირვაზე: საქმ. III, 19-26. [დას. თ(9)] ინ. II, 1-11. [დას. ვ(6)].მოციქულისა იაკობისა: საქმ. XII, 1-11. [დას. კთ(29)]. ლკ. V, 1-11. [დას. იზ(17)].
<მას ჟამსა შინა, გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით და ჰრქუა სიმონ-პეტრეს:> „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ ჰრქუა მას პეტრე: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „აძოვენ კრავნი ჩემნი“. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ ჰრქუა მას პეტრე: „ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: „გიყუარ მე?“ და ჰრქუა მას: „უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ, ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს“. ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: „შემომიდეგ მე“. მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: „უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?“ ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: „უფალო, ხოლო ესე რაჲ?“ ჰრქუა მას იესუ: „უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ“. და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: „არა მოკუდეს“, არამედ: „უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ?“ ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე, და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი. და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამენ.
რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ III, 19-26. [დას. თ(9)]:
საქმ. III: 19 † (მათ დღეთა შინა ჰრქუა პეტრე ერთა მათ: †) „შეინანეთ უკუე და მოიქეცით, რაჲთა აღიჴოცნენ ცოდვანი თქუენნი, 20 რაჲთა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა, და მოავლინოს, რომელსა-იგი ჴელი შეჰყავთ თქუენ, ქრისტე იესუ, 21 რომლისა-იგი ჯერ-არს ზეცათა შეწყნარებაჲ ვიდრე ჟამადმდე კუალადგებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა მისთაჲთა. 22 რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: «წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ, რომელსა გეტყოდის თქუენ. 23 და იყოს, ყოველმან სულმან, რომელმან არა ისმინოს მის წინაჲსწარმეტყუელისაჲ, მოისპოს იგი ერისაგან». 24 და ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი სამოელისითგან და შემდგომითი-შემდგომად, რაოდენნი იტყოდეს და წინაჲსწარ უთხრობდეს დღეთა ამათ, 25 რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინაჲსწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა აბრაამს, ვითარმედ: «ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი». 26 თქუენ პირველად აღგიდგინა ღმერთმან ძე თჳსი იესუ, რომელი-იგი მოავლინა მაკურთხეველად თქუენდა, რაჲთა მოიქცეთ კაცად-კაცადი უკეთურებისაგან თქუენისა“.
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, II, 1-11. [დას. ვ(6)]:
ინ. II: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა †) ქორწილი იყო კანას გალილეაჲსასა, და მუნ იყო დედაჲ იესუჲსი. 2 მიჰხადეს იესუს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას. 3 და ვითარ მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: „ღჳნოჲ არა აქუს“. 4 ჰრქუა მას იესუ: „რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“. 5 ჰრქუა დედამან მისმან მსახურთა მათ, ვითარმედ: „რაჲცა გრქუას თქუენ, ყავთ!“ 6 იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექუსნი, მდგომარენი მსგავსად განწმედისა მის ჰურიათაჲსა, რომელთა შთაისხიან საწყაული ორ-ორი გინა სამ-სამი. 7 და ჰრქუა მათ იესუ: „აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა!“ და მათ აღავსნეს იგინი პირისპირ. 8 და ჰრქუა მათ: „აღმოავსეთ აწ და მოართჳთ პურისა-უფალსა!“ ხოლო მათ მოართუეს. 9 და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა-უფალმან წყალი იგი, რომელი ღჳნო იქმნა, და არა უწყოდა, ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა პურისა-უფალმან მან სიძესა 10 და ჰრქუა მას: „ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ პირველად წარმოდგის, და ოდეს დაითრვნიან, მაშინ – უჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე“. 11 ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა და გამოუცხადა დიდებაჲ თჳსი, და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †
<მას ჟამსა შინა ჴელი მიყო> ჰეროდე მეფემან ძჳრისყოფად
რომელთამე ეკლესიისაგანთა. და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა. და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო-უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი. და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას. და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულსმოდგინედ იყოფვოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს. რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას. და აჰა, ანგელოზი უფლისაჲ ზედამოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ, ადრე“. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: „მოირტყ, და შეისხენ სანდალნი შენნი“, და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: „შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე“. და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრეთ ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს. და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი. და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: „აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა“.
ლკ. V: 1 და იყო, ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა † (მას ჟამსა შინა, დგა იესუ †) კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა. 2 და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა. 3 და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ, და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას. 4 და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სიმონს: „შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად“. 5 მიუგო სიმონ და ჰრქუა: „მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაჲ მოვიღეთ, ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტევოთ ბადე“. 6 და ესე რაჲ ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი. 7 და წამს-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი. 8 და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუჴლთა იესუჲსთა და ჰრქუა მას: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო!“ 9 რამეთუ განკჳრვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს. 10 ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: „ნუ გეშინინ, სიმონ, ამიერითგან იყო კაცთა მონადირე“. 11 და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.